სსიპ ქალაქ თბილისის N 65 საჯარო
სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
ეკატერინე გულიტაშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2018-2019 სასწავლო წელი
VI კლასის მოსწავლეებში დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარების
პრობლემა
და მისი გაუმჯობესების გზების ძიება
სარჩევი
აბსტრაქტი-----------------------------
შესავალი------------------------------
თავი
I
1.1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალობის
დასაბუთება
1.2. პრობლემა და საკვლევი
საკითხი
1.3. კვლევის მიზანი
1.4. კვლევის ამოცანები
თავი
II
პრაქტიკული კვლევის არსი
თავი
III
ლიტერატურის მიმოხილვა
3.1.
თვითრეგულაცია
3.2. ეროვნული სასწავლო გეგმა
თავი
IV
მეთოდოლოგია
4.1
.კვლევის სამიზნე ჯგუფი
4.2 კვლევის
მეთოდები
4.3. კვლევის გეგმა
4.4. მონაცემთა შეგროვება
თავი V
კვლევის შედეგები
5.1. მონაცემთა ანალიზი
5.2.. კვლევის მიგნებები
5.3. შესაძლო ინტერვენციები
5.4.განხორციელებული ცვლილებები
თავი VI
ინტერვენციების შეფასება
6.1. რეკომენდაციები
6.2. ინტერვენციების შეფასება
თავი
VII
7.1 .დასკვნა
7.2.დანართები
8.1
.გამოყენებული ლიტერატურა
კვლევის რეფლექსია
აბსტრაქტი
კვლევა ჩატარდა ქალაქ თბილისის N65 საჯარო სკოლაში,
რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და ორიენტირებული
იყო პრობლემის გადაჭრაზე. საკვლევი თემა: მოსწავლეებში დამოუკიდებელი
სწავლის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
კვლევის მიზანი - დამედგინა, რა არის გამომწვევი
მიზეზ(ებ)ი მოსწავლის არაინდივიდუალიზმისა,რა ფაქტორები განსაზღვრავს ეფექტურ განვითარებას
და პირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს მოსწავლეს დამოუკიდებელ მსწავლელად ჩამოყალიბებაში..
ასევე განმესაზღვრა ინტერვენციები, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაწყებითი საფეხურის
დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ მიმართოს თვითრეგულაციის ხერხებს,რათა საბაზო საფეხურზე მომზადებული იყოს მეტი სირთულის გადასალახად. შემეფასებინა
დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობა. კვლევა მიმდინარეობდა დაწყებით საფეხურზე, გამოიკითხნენ
მე- კლასის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები (ინდივიდუალურად და ფოკუსჯგუფები).
მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარები უშუალოდ მოსწავლისთვის და მისი მშობლისთვის განკუთვნილი.
გამოიკითხა რამდენიმე მასწავლებელიც. მოსწავლეთა ფოკუსჯგუფების, მშობელთა და მოსწავლეთა
მიერ შევსებული კითხვარების, პედაგოგებთან გასაუბრების საფუძველზე გავაკეთე გარკვეული
დასკვნები.კერძოდ:მოსწავლეს აინტერესებს მხოლოდ მიღებული ქულა;მშობელი აკონტროლებს
მხოლოდ მიღებულ ქულებს.ამას აქვს თავისი განმაპირობებელი მიზეზები, რომელთაგან, ვფიქრობ,
უმთავრესია ე.წ. ასაკისთვის დამახასიათებელი ფაქტორების გაუთვალისწინებლობა სწავლება-სწავლის
პროცესში;მშობელთა არასწორი მიდგომა.
შესაბამისი ინტერვენციები:ა)ეფექტიანი სტრატეგიების
გამოყენება საგაკვეთილო პრაქტიკაში;ბ) მშობელთა ჩართულობა(ინფორმირება);გ)კოლეგებთან
შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება.
ვფიქრობ, ასეთი მიდგომები
დაგვეხმარება ვიპოვოთ
არსებული პრობლემის
გადაჭრის ალტერნატიული გზები.
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის N65 საჯარო სკოლაში
განხორცილებული პრაქტიკის კვლევის ანგარიშს. ნაშრომი შედგება შვიდი
თავისაგან. პირველ თავში გადმოცემულია საკვლევი საკითხის შესახებ
ინფორმაცია და დასაბუთებულია მისი აქტუალობა , კვლევის მიზანი და საკვლევი
კითხვები.მეორე თვში აღწერილია პრაქტიკული კვლევის არსი
.შემდეგ თავში განხილულია საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურა.მეოთხე თავში გადმოცემულია ინფორმაცია მონაცემთა
შეგროვების მეთოდების შესახებ,წარმოდგენილია კვლევის
გეგმა და ვადები,ასევე მონაცემთა შეგროვება.მეხუთე თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს ,კვლევის
მიგნებება და შესაძლო ინტერვენციებს. განხორციელებული
ცვლილებები,რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება გადმოცემულია მეექვსე თავში.მეშვიდე
თავი მოიცავს გამოყენებულ ლიტერატურას,დანართებსა და დასკვნას. ბოლოს გადმოვეცი კვლევის
რეფლექსია.
თავი I
1.1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
.
„ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნებიდან“ გამომდინარე,სასკოლო
განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. აუცილებელია 21- ე საუკუნის ადამიანი იყოს აღჭურვილი ისეთი უნარ-ჩვევებით, რაც განაპირობებს ცხოვრებაში მის წარმატებას. ადამიანმა უნდა შეძლოს , როგორც შემოქმედებითად, ასევე კრიტიკულად და ანალიტუკარადაც აზროვნება. ამიტომ მასწავლებლის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის,
რომ მოსწავლეს განუვითაროს სამივე ტიპის აზროვნება(დეკლარატიული, პროცედურული,პირობისეული„ვიცი, შემიძლია,ვიყენებადეკვატურად“).
ეს შესაძლებელია მხოლოდ სწავლებაში სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიების დანერგვითა და მოსწავლეებში თვირეგულირებადი სწავლის უნარების ჩამოყალიბებით. სამწუხაროდ, დღეს ჩემს მოსწავლეებს ამ უნარების განვითარება სჭირდებათ .ვინაიდან,ისინი დაწყებით
საფეხურზე სწავლობენ,მშობელი ჩართულია მათი
სწავლის,განსაკუთრებით შეფასების პროცესში. მომავლისათვის მოსამზადებლად,აუცილებელია, რომ გამოიყენონ სწავლის ისეთი სტრატეგიები, როგორებიცაა:ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, შეჯამება, დასკვნების გამოტანა,ჩანაწერების გაკეთება, საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგი,სამუშაოს განაწილება-დაგეგმვა და სხვა. ამ პროცესის ფასილიტატორობა ეკისრება მასწავლებელს, რომელმაც პროფესიული სტანდარტის მიხედვით, ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებასა და დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებაში.
ჩემი კვლევის სამიზნე დაწყებითი საფეხურის
დამამთავრებელი კლასის (მე-6კლასი)
მოსწავლეები არიან და პრობლემის აქტუალურობას ისიც განსაზღვრავს
, რომ ესგ-ს მიხედვით დაწყებითი საფეხურის მისიაა,,შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.“(ესგ 2016).
აქედან გამომდინარე , მასწავლებელს ევალება მოსწავლეს მისცეს საგნის არამარტო შინაარსობრივი ცოდნა, არამედ მასწავლებელი ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს მას სწავლის სწავლაში. ესგ-
ს მიხედვით სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს არა მხოლოდ დეკლარატიული და პროცედურული ცოდნა, არამედ უნდა შესძინოს უნარი,თუ როგორ შეძლოს მიღებული ცოდნის ადეკვატურად გამოყენება(პირობისეული ცოდნა).
კვლევა ,,მე-6 კლასის მოსწავლეებში დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარების პრობლემა და მისი გაუმჯობესების გზების ძიება“ სარგებელს მისცემს მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს.
ა) მოსწავლე შეძლებს , რომ:
· განუვითარდეს ინდივიდუალური სწავლის უნარები;
· იქცეს დამოუკიდებელ მსწავლელად;
· თანამედროვე საზოგადოების საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურული და სოციალური ცვალებადობის შესაბამისად განაახლოს ცოდნა;
· თავად იყოს პასუხისმგებელი სწავლის ამა თუ იმ
ასპექტზე, რაც მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის ყველა საფეხურზე.
ბ) მასწავლებელი შეძლებს, რომ:
· დააკვირდეს საკუთარ პრაქტიკას;
· გაეცნოს და დანერგოს სწავლა-სწავლების ახალი სტრატეგიები;
· დაეხმაროს მოსწავლეს თვითრეგულირებადი სწავლის უნარების განვითარებაში;
·
დაამკვიდროს საკუთარ კლასში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.
გ) მშობელი შეძლებს, რომ:
· დააკვირდეს საკუთარი შვილის პროგრესს;
· დაეხმაროს შვილს სწავლა-სწავლების დაგეგმვაში;
·
აქტიურად ჩაერთოს საკუთარი შვილის სასწავლო საქმიანობებში;
·
გაერკვეს სწავლა-სწავლების მიზნებში.
1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი. სწავლების პირველ საფეხურზე იწყება მოსწავლეთა დამოუკიდებელი
სწავლის უნარის განვითარება. ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. საწყებითი საფეხურის მოსწავლეების,
მასწავლებლებისა და მშობლების გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე
ფაქტორი:
· მოსწავლეებს
არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გაიაზრონ სასწავლო მასალა;
· სწავლის პროცესში მთლიანად
მითითებებზე არიან დამოკიდებული;
· არ შესწევთ უნარი საკუთარი
სწავლის პროცესი დაგეგმონ და აკონტროლონ;
· არ შეუძლიათ მიცემული
დავალების მიზნების გადმოცემა;
· არ შეუძლიათ,
თავად შეაფასონ სწავლის შედეგების ხარისხი;
· მხოლოდ გარეგანი მოტივაცია
ამოძრავებთ(ქულა, ჯილდო);
· შეზღუდული აქვთ შესაბამისი რესურსების გამოყენების
უნარი და გამუდმებით სჭირდებათ დახმარება (ვერ ახერხებენ საჭირო
ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და დახარისხებას.).
1.3
.
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია დავადგინო, რა უშლის ხელს მოსწავლეებში თვითრეგულირებადი სწავლის უნარების განვითარებას, დავადგინო პრობლემის გამომწვევი მიზეზები, გავაანალიზო შედეგები და დავსახო მისი გამოსწორების გზები:
·
მნიშვნელოვანია, კვლევის ფარგლებში გაანალიზდეს,როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში თვითრეგულირებადი სწავლის უნარები;
·
სასწავლო პროცესში დავგეგმოთ მოსწავლეთა თვითრეგულირებადი სწავლის უნარების განსავითარებელი ეფექტური სტრატეგიები .
·
გავაცნობიერებინოთ მოსწავლეებს საკუთარი სისუსტეები და ვამუშაოთ მათ გამოსწორებაზე;
·
შევაძლებინოთ მოსწავლეს თვითმოტივაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სტრატეგიის დაუფლება და გამოყენება;
·
გავხადოთ მოსწავლე თავისი სწავლის პროცესისათვის საჭირო რესურსების მომპოვებელი და მიზნობრივად გამომყენებელი;
·
დავსახოთ ინტერვენციები და შევაფასოთ მიღებული შედეგები.
1.4. კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს. მთავარი-რა უშლის ხელს საწყებით საფეხურზე, მე-6
კლასში, დამოუკიდებელი, ანუ თვითრეგულირებადი, სწავლის უნარების განვითარებას? კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა.
·
რამდენად ხშირად იყენებენ მასწავლებლები თვითგანვითარებადი სწავლის სტრატეგიებს?
·
თუ იყენებენ, რომელ სტრატეგიას იყენებენ ?
·
თუ არ იყენებენ , რა არის ამის მიზეზი?
· უსწავლებიათ თუ არა მოსწავლეებისათვის დაგეგმვა (მაგ.
რა დრო დავხარჯო დავალებაზე)?
·
დახმარებიან თუ არა მოსწავლეებს, გაეცნობიერებინათ საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგის მნიშვნელობა (მაგ.
როგორ ვუმკლავდები დავალებას? რა უნდა შევცვალო , რომ უკეთეს შედეგზე გავიდე ...)?
·
უსწავლებიათ თუ არა შეფასება ანუ განსჯა სწავლის შედეგების
შესახებ( მაგ. რამდენად სწორად გადავჭერი
ამოცანა?)?
·
დახმარებიან თუ არა მოსწავლეებს შეფასების შედეგების
გათვალისწინებით სწავლის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში(რა უნდა გავაუმჯობესო?)?
·
მოსწავლეებში თვითრეგულირებადი სწავლისათვის მნიშვნელოვანი
შინაგანი მოტივაციის ასამაღლებელი რომელი სტრატეგიისათვის მიუმართავთ?
·
უსწავლებიათ თუ არა მოსწავლეებისათვის, რას ნიშნავს
სასწავლო დროის ეფექტიანად გამოყენება?
·
უზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს გამოცდილებას
მოსწავლეთა სწავლის თვითრეგულირებადი უნარების განვითარების შესახებ მათი პრაქტიკული
გამოცდილებიდან.
თავი
II
პრაქტიკული კვლევის არსი
აღნიშნული პრაქტიკული კვლევა
გულისხმობს კვლევის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული
პიროვნებები ერთ გუნდად ერთიანდებიან, პრობლემას თვალს უსწორებენ, ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს, იღებენ გადაწყვეტილებას, გააზრებულ პასუხისმგებლობას და აღწევენ სასურველ
შედეგს. ცვლილება ეფექტურად ხორციელდება
იმ ადამიანების კვლევის პროცესში ჩართვით, ვისაც უშუალოდ ადგება ზარალი. აქედან გამომდინარე, არესებული პრობლემის კვლევაში უმჯობესი იყო
ჩართულიყვნენ დაწყებითი საფეხურის(მე-6 კლ.) მოსწავლეები. შესაბამისად, განისაზღვრა კვლევაში მონაწილე პირები: მე-6 კლასის მოსწავლეები, ამ საფეხურის მასწავლებლები და მშობლები.
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
გავეცანი სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ ლიტერატურას. წარმოგიდგენთ ანალიზს.
3.1 თვითრეგულაცია
უპირველესად
გავეცანი სახელმძღვანელოს „განვითარებისა და სწავლების თეორიები“, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალური დასწავლის
მნშვნელოვანი ცნებაა თვითრეგულაცია.
ბანდურა ვარაუდობდა, რომ ადამიანები აკვირდებიან საკუთარ საქციელს,საკუთარი სტანდარტების
მიხედვით აფასებენ მას და, შესაბამისად , აქებენ და სჯიან საკუთარ
თავს
. ამიტომ შესრულებული საქმის
შემდეგ ყველას გამოგვიცდია კმაყოფილების თუ უკმაყოფილების გრძნობა.
სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ თვითრეგულაციის ასპექტებს
წარმოადგენს: სტანდარტები
და მიზნები, რომლებსაც
საკუთარ თავს ვუსახავთ; მეთოდები, რომლებსაც ვიყენებთ საკუთარი
გონებრივი პროცესების და ქცევების მონიტორინგისა და შეფასებისთვის; შედეგები, რომლებსაც თავს ვუსურვებთ
მიღწეული წარმატებისა თუ წარუმატებლობისთვის. თუ ჩვენს ფიქრებსა და
ქმედებებს თვითონ ვაკონტროლებთ და არა სხვა ადამიანები და გარემოებები, ე.ი. , გაგვაჩნია თვითრეგულაციის
უნარი.
ადამიანთა უმეტესობას
განსაზღვრული აქვს საკუთარი ქცევის ზოგადი სტანდარტები, რომლებსაც კონკრეტულ სიტუაციებში
თავიანთი ქცევების შესაფასებლად იყენებენ. აგრეთვე, ადამიანები ისახავენ კონკრეტულ
მიზნებს, რომლებიც
მათთვის მნიშვნელოვანია და რომელთა მიღწევას თავიანთი ქმედებებით ცდილობენ. საკუთარი მიზნების მიღწევა
ყველა ადამიანს დიდ კმაყოფილებას ანიჭებს და მათ თვითეფექტიანობის შეგრძნებას მნიშვნელოვნად
ამაღლებს. საკუთარი
ქცევის შესაფასებლად მოსწავლეები განსხვავებულ
სტანდარტებს ქმნიან და განსხვავებულ მიზნებს
ისახავენ. ბანდურას აზრით, მოსწავლეები ხშირად ისეთ მიზნებს ისახავენ, როგორსაც მათ გარშემომყოფი
ადამიანები . მოსწავლეები
უფრო მოტივირებულნი და წარმატებულნი არიან და მიზნებს უფრო ადვილად აღწევენ , თუ მათ ეს მიზნები თვითონვე
დაისახეს. იმისათვის
, რომ მათ თვითრეგულაციის სწავლაში დავეხმაროთ, ისეთი სიტუაციები უნდა
შევუქმნათ, რომლებშიც
თვითონვე შეძლებენ საკუთარი მიზნების დასახვას. სასურველია, მოსწავლეები ისეთი მიზნების
დასახვისაკენ წავახალისოთ, რომელიც დიდ ძალისხმევას
მოითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, მიღწევადია. როცა მოსწავლეები დაბალ
მიზნებს ისახავენ (მაგ. როცა ნიჭიერი მოსწავლეები
დაბალი შეფასებითაც კმაყოფილნი არიან), ვერ ახერხებენ თავიანთი
პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. თუმცა, როცა მოსწავლეთა სტანდარტები
ძალიან მაღალია (მაგ. როცა არ კმაყოფილდებიან,
თუ ყველა დავალებაში უმაღლესი შეფასება არ მიიღეს), ხშირად განიცდიან წარუმატებლობას. ბანდურას აზრით, ასეთი მოსწავლეები ზედმეტად
მშფოთვარენი ან დეპრესიულნი ხდებიან, თუ ვერ ახერხებენ იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც თვითონვე დასახეს. მასწავლებელმა მათ უნდა
დაანახოს, რომ
სრულყოფილება არარეალური მიზანია და როცა ახალ და რთულ დავალებებს ასრულებ, ხშირად შეცდომები გარდაუვალია.
თვითრეგულაციის კიდევ ერთი
მნიშვნელოანი ასპექტია ემოციური რეგულაცია. იგი მოიცავს ემოციების
კონტროლის უნარს. მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეებთან ერთად
განიხილოს,რა
სტრატეგიები უნდა გამოიყენონ ბავშვებმა, როცა ზედმეტად აღგზნებულნი, გაბრაზებულნი ან მოწყენილნი
არიან. წიგნის
კითხვა, თამაში,გრძნობების ისეთი ადამიანებისთვის
გაზიარება, რომლებიც
მათ გაკრიტიკების და გაკიცხვის გარეშე მოუსმენენ, ან, უბრალოდ, ცოტა ხნით განმარტოება
---ასეთი სტრატეგიების მაგალითებს წარმოადგენს. ხანდახან მოსწავლეებს
იმის შეხსენება სჭირდებათ, როგორ უნდა მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში. მასწავლებელს შეუძლია
მოსწავლეს ასწავლოს , როგორ მისცეს საკუთარ თავს მითითებები/ინსტრუქციები, ანუ როგორ შეახსენოს საკუთარ
თავს,
რომელი ქცევაა შესაფერისი
მოცემულ სიტუაციაში. ეს სტრატეგია განსაკუთრებით
ეფექტურია იმ მოსწავლეებთან, რომლებიც ხშირად დაუფიქრებლად მოქმედებენ.
თვითრეგულაციის კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საკუთარ ქცევაზე დაკვირვება, პროცესი, რომელსაც თვითდაკვირვება ეწოდება. მოსწავლეები ყოველთვის
ვერ ახერხებენ საკუთარი ქცევის ეფექტურ მონიტორინგს. ხანდახან არ იციან, სწორია თუ არა მათი ქმედება. მოსწავლეებს შეიძლება
თვითდაკვირვების კონკრეტული მექანიზმებიც ასწავლოთ.
თვითრეგულაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია
თვითშეფასების უნარი, ობიექტურად და სწორად შეაფასონ საკუთარი ქცევა. მოსწავლეთა თვითშეფასების
უნარი ძალიანმნიშვნელოვანია მათი მომავალი წარმატებისათვის. თვითშეფასების რამდენიმე სტრატეგია:
v სთხოვეთ მოსწავლეებს, გააკეთონ ყოველკვირეული
ან ყოველთვიური ჩანაწერები, სადაც შეაფასებენ რამდენად კარგად შეასრულეს დავალება .
v სთხოვეთ, აღნიშნონ შესრულებული
სამუშაოს ძლიერი და სუსტი მხარეები.
v სთხოვეთ მოსწავლეებს , პატარა ჯგუფებში შეაფასონ
ერთმანეთის ნამუშევრები.
v სთხოვეთ მოსწავლეებს , შექმნან საქაღალდე , სადაც თავიანთ საუკეთესო
ნამუშევრებს მოუყრიან თავს, აგრეთვე,ყველა ნამუშევარს თან უნდა ახლდეს მოსწავლის შეფასება.(ს.ჯანაშია (2008 წ) I. გვ. 99 -104)
სწავლის თვითრეგულაცია იმისათვის,რომ მოსწავლეებმა
ეფექტურად ისწავლონ, უნდა შეეძლოთ საკუთარი გონებრივი პროცესების რეგულაცია. სწავლის თვითრეგულაცია
მოიცავს შემდეგ მეტაკოგნიტურ პროცესებს:
მიზნების დასახვა - მოსწავლეებმა, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის
უნარი აქვთ, იციან, რა მიზნის მიღწევა უნდათ
კითხვის ან მეცადინეობის დროს. მათი მიზანი შეიძლება იყოს კონკრეტული ფაქტების სწავლა,საგნის შესახებ ზოგადი
ცოდნის მიღება, ან
საკმარისი ცოდნის დაგროვება იმისათვის, რომ გამოცდა კარგად ჩააბარონ. ჩვეულებრივ, ეს მოსწავლეები
კონკრეტული მეცადინეობის მიზნებს თავიანთ გრძელვადიან მიზნებთან და მისწრაფებებთან
აკავშირებენ.
დაგეგმვა- მოსწავლეები,რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის
უნარი აქვთ, წინასწარ
განსაზღვრავენ, როგორ
უნდა გამოიყენონ მეცადინეობისთვის განკუთვნილი დრო და რესურსები.
თვითმოტივაცია - მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის
უნარი აქვთ, ხშირად
მაღალი თვითეფექტურობის შეგრძნება უჩნდებათ: მათ სჯერათ, რომ დავალების წარმატებით
შესრულება შეუძლიათ. ისინი მთელ რიგ სტრატეგიებს იყენებენ იმისათვის, რომ ყურადღების კონცენტრაცია
შესასრულებელ დავალებაზე მოახდინონ. მაგალითად, ცდილობენ, მოსაწყენი დავალება უფრო
საინტერესო და სახალისო გახადონ, საკუთარ თავს ახსენებენ, რომ წარმატება მნიშვნელოვანია
და დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში საკუთარ თავს
ჯილდოსაც ჰპირდებიან.
ყურადღების კონტროლი - მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის
უნარი აქვთ, ცდილობენ, ყურადღების კონცენტრაცია
შესასრუბელ დავალებაზე მოახდინონ. მათ შეუძლიათ, არ იფიქრონ სხვა საგნებზე
და აქვთ საკუთარი ემოციების მართვი სუნარიც.
სწავლის სტრატეგიების
მოქნილად გამოყენება - მოსწავლეები , რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის უნარი აქვთ, თავიანთი მიზნების მისაღწევად
სწავლის მრავალფეროვან სტრატეგიებს იყენებენ.
თვითმონიტორინგი - მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის
უნარი აქვთ, ნამდვილად
აკვირდებიან თავიანთი სწავლის პროცესს. თუ ამის საჭიროება არსებობს, სწავლის სტრატეგიებს ან
მიზნებს ცვლიან.
დახმარებისთვის მიმართვა - მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის
უნარი აქვთ, ყოველთვის
როდი ცდილობენ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას. პირიქით, ისინი ხვდებიან, როდის სჭირდებათ სხვა ადამიანების დახმარება და საჭიროებისამებრ მიმართავენ
მათ.
თვითშეფასება - მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის
უნარი აქვთ, შეუძლიათ
შეაფასონ, რამდენად კარგად დაეხმარებათ ნასწავლი მასალა
თავიანთი მიზნების მიღწევაში,.თუ ამის საჭიროება არსებობს, მათ ცვლილებები შეაქვთ
სწავლის სტრატეგიებში (ს.ჯანაშიან.2008 წ I გვ.105-106)
.
მოსწავლეები, რომლებიც თვირეგულირებადი
სწავლისათვის საჭირო უნარებს ფლობენ,ყურადღებიანები, მიზანდასახულები, თვითდისციპლინასა და თვითკონტროლზე
ორიენტირებულნი არიან და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ისინი თავდაჯერებულად
გრძნობენ თავს, შეუძლიათ
წარმატებით გაართვან თავი დაკისრებულ მოვალეობებს, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ
სირთულეებს, დაძლიონ
სტრესული ფაქტორები და მშვიდად და მიზანმიმართულად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. თვითრეგულირებადი ქცევის
მოსწავლეები გულმოდგინედ აანალიზებენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, კრიტიკულად ეკიდებიან
დავალების მოთხოვნებს, იყენებენ პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვან სტრატეგიებს, გონივრულად განკარგავენ
დროსა და რესურსებს, აჯილდოებენ საკუთარ თავს წარმატებისათვის. ერთი სიტყვით, ისინი აქტიურები, მიზანსწრაფულები და თვითკრიტიკულები
არიან.
კონსტრუქტივისტული დიდაქტიკა მიისწარაფვის ასწავლოს
მოსწავლეს დამოუკიდებელი სწავლა, რაც ცხოვრებაში წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამისთვის აუცილებელია, მოსწავლე ჩამოყალიბდეს
თვითრეგულირებად შემსწავლელად. „შემსწავლელს უნარი შესწევს, სხვისი დახმარებით ან
დაუხმარებლად დაადგინოს თავისი სასწავლო მოთხოვნილებები და საჭიროებები, მოახდინოს საკუთარი სასწავლო
მიზნების ფორმულირება, შეძლოს სწავლისთვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირება, აირჩიოს და გამოიყენოს
სწავლის შესაბამისი სტრატეგიები და ბოლოს შეაფასოს სწავლის შედეგები”.
აქედან გამომდინარე, დამოუკიდებლად
შემსწავლელს უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება:
· რისთვის,რა
მიზნით სწავლობს?
· რა უნდა ისწავლოს?
· რა უნდა გამოიყენოს უკეთ
შესასწავლად?
· რა დროში ისწავლოს
· როგორ უნდა ისწავლოს?
· შეაფასოს,რას მიაღწია?
· შეფასების შედეგების გათვალისწინებით
სწავლის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის შესახებ (რა უნდა გავაუმჯობესო?) (ლობჟანიძე.2014).
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, მასწავლებელმა ხელი უნდა
შეუწყოს მოსწავლეებს თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებასა და დამოუკიდებელ
შემსწავლელად ჩამოყალიბებაში.
თვითრეგულირებადი სწავლის რეალიზებას მივყავართ მასწავლებლის
როლის აშკარა ცვლილებისკენ – ავტორიტარიდან ფასილიტატორისკენ. დასავლეთში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევა ცხადყოფს, რომ მასწავლებლები, რომლებიც წარმატებას აღწევენ საკუთარი მოსწავლეების თვითრეგულირებად შემსწავლელებად ჩამოყალიბებაში, გამოირჩევიან საგნის ღრმა ცოდნით, მეთოდური კომპეტენციით, დიდი მონდომებით, რუდუნებით, თანმიმდევრულობით, ანალიზისა და შეფასების უნარით და, რაც მთავარია, მოსწავლეებთან თანამშრომლობით.
თვითრეგულირებადი სწავლის მოთხოვნები სხვადასხვა ავტორის მიერ უფრო ფართო ან უფრო ვიწრო პროფილებად არის კლასიფიცირებული, მაგრამ ნებისმიერი კლასიფიკაციისას ნათლად ჩანს, რომ თვითმართვადი სწავლა პიროვნების ყველა ასპექტს მოიცავს, ე.ი. იგი პიროვნებას მთლიანობაში განიხილავს (გახელიძე გ. 2014. გვ.92-93).
თვითრეგულირებადი სწავლის ეფექტიანობას განსაზღვრავს მოსწავლეების მიერ სწავლის სტრატეგიების ფლობა.სწავლის სტრატეგია გულისხმობს შემეცნებითი პროცესების მიზანმიმართულ გამოყენებას სწავლის დროს. იგი აიოლებს ახალმიღებული
ინფორმაციის აღქმას, გადამუშავებას და გონებაში შენახვას.
სწავლის ეფექტური სტრატეგიები, როგორებიცაა, მაგალითად, ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, შეჯამება და დასკვნების გამოტანა, ჩანაწერების გაკეთება, საკუთარი სწავლისპ როცესის მონიტორინგი, სამუშაოს განაწილება, დაგეგმვა და სხვა, მოსწავლეს მაღალ სააზროვნო უნარებს
(ტრანსფერის უნარს, ანალიტიკურ, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას)
უვითარებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსწავლეები უმეტესად სწავლის ისეთ პრიმიტიულ და ნაკლებეფექტურ სტრატეგიას
იყენებენ, როგორიცაა მასალის
გამეორება ან პერიფრაზირება.
სწავლის
სტრატეგიებს შორის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს კოგნიტურ
სტრატეგიებს,რომელთა საშუალებითაც მოსწავლე ცოდნას
მოიპოვებს, გადაამუშავებს, გააანალიზებს, კრიტიკულად შეაფასებს, გონებაში ჩაიბეჭდავს, საჭიროების შემთხვევაში გამოიხმობს
და სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენებს.
დევიდ პერკინსის აზრით, განათლების მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღებული ცოდნის შენარჩუნება, მისი კარგად გაგება-გააზრება და ცოდნის აქტიური გამოყენება.
თვითრეგულირებადი სწავლისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მეტაკოგნიტური სტრატეგიები.
დონალდ მაიჩენბაუმი და მისი კოლეგები მეტაკოგნიციას განმარტავენ, როგორც ადამიანთა ,,გაცნობიერებას საკუთარ კოგნიტურ მექანიზმებსა და მათი მუშაობის წესებში”(ბერძენიშვილი. 2015) .მეტაკოგნიცია სიტყვასიტყვით ნიშნავს კოგნიციას (ცოდნა, შემეცნება) კოგნიციის შესახებ – ან ცოდნას ცოდნისა და სწავლის შესახებ. მეტაკოგნიცია მოიცავს სამი სახის ცოდნას:
1. დეკლარაციულ ცოდნას საკუთარი თავის, როგორც მსწავლელის შესახებ, იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს შენს სწავლასა და მეხსიერებაზე და
გარკვეული დავალების შესრულებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე, სტრატეგიებსა და რესურსებზე;
2. პროცედურულ ცოდნას ანუ იმის ცოდნას , როგორ გამოიყენო სტრატეგიები.
3.
განპირობებულ ცოდნას დავალების დასრულების უზრუნველსაყოფად -
იმის ცოდნა, როდის და რატომ გამოიყენო სტრატეგიები და პროცედურები. მეტაკოგნიცია არის ამ დეკლარაციული, პროცედურული და განპირობებული ცოდნის სტრატეგიული გამოყენება მიზნების მისაღწევად და პრობლემების დასაძლევად (ბერძენიშვილი. 2015).
დ. პერკინსი თვლის, რომ მეტაკოგნაცია არის
კარგად აზროვნება , ხოლო
კარგად აზროვნება გულისხმობს საკუთარი აზროვნების პროცესის მართვას, რომელიც მოიცავს იმის
გააზრებას, თუ
· რა შეკითხვები უნდა დაუსვა
საკუთარ თავს;
· როგორ უნდა გამოიყენო
პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები;
· როგორ უნდა მოახდინო საკუთარი
აზროვნების მონიტორინგი და წარმართო იგი სწორი მიმართულებით და ა.შ.
სწავლის მეტაკოგნიტური
და კოგნიტური სტრატეგიები კონკრეტულ სიტუაციაში გააქტიურდება თუ არა, მნიშვნელოვანწილად არის
დამოკიდებული სწავლის მოტივაციური სტრატეგიების სწორად გამოყენებაზე. მოსწავლის მოტივაციის
გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა.
სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია,
რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს,
რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობა და,
პირიქით, იკლებს,
თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი
მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა.
ასევე, მოსწავლის მოტივაცია იზრდება,
თუ ის ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააგებინოს,
რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება. აუცილებელია,
მოსწავლემ დაინახოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის
გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.
თვითრეგულირებადი სწავლის მნიშვნელოვანი მოტივაციური
წინაპირობაა შინაგანი მოტივაცია, როდესაც სწავლა განაპირობებს
საგნისადმი, საქმისადმი ინტერესს საკუთარი კომპეტენციის
ასამაღლებლად. ამ დროს სწავლა კომპლექსური
სასწავლო სტრატეგიების ამოქმედებით ხორციელდება, განსხვავებით გარეგანი
მოტივაციისგან, როდესაც ადამიანი სწავლობს,
მაგალითად, სოციალური აღიარებისთვის,
მატერიალური კეთილდღეობისთვის და ა.შ.
მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სწავლის მოტივაციის
ეს ორი ფორმა ერთმანეთს გამორიცხავს. ერთი და იმავე სასწავლო
დავალების შესრულებისას შესაძლოა გამოვიყენო ორივე ფორმა:
ისწავლო, როგორც საგნისადმი ინტერესის გამო, ასევე კარგი ნიშნისთვის.
სწავლის გარეგანი მოტივაციის გამოყენების საბოლოო მიზანი სწორედ შინაგანი
მოტივაციის გამოწვევაა. ეფექტიანი სწავლა სოციალური
ინტერაქციის გზით მიიღწევა. ვიგოდსკი ხაზს უსვამდა სწავლის სოციალურ ხასიათს.
მისი აზრით, ბავშვები სწავლობენ მოზრდილ
ადამიანებთან და უფრო კომპენტენტურ თანატოლებთან კომუნიკაციის გზით.
სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დროს იძენენ ისეთ ცოდნას
, რომლის შეძენას ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ
(ჯანაშია.ნ.2008.
გვ.109-110). თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებას და დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არამხოლოდ ინდივიდუალური
მუშაობა, არამედ თანამშრომლობითი სწავლებაც.
ლ. ვიგოდსკის დაკვირვების თანახმად,
მაღალი ფსიქიკური ფუნქციები, როგორებიცაა: განსჯა,
გაგება, კრიტიკული აზროვნება,
სოციალურ ინტეარექციაში აღმოცენდება და შემდეგ ხდება მისი გაშინაგანება,
თანამშრომლობითი სწავლება უზრუნველყოფს სოციალურ მხარდაჭერას და საყრდენს,
რათა მოსწავლეებმა წინ წაიწიონ. სწავლა ჯგუფებში ხშირად
უფრო სახალისოა, ვიდრე დამოუკიდებლად.
ჯგუფში თითოეულ მოსწავლეს აქვს განსხვავებული შეხედულებები,
იდეები, წინარე ცოდნა და ა.შ. ერთი ჯგუფის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ პრობლემის
გადაჭრის განსხვავებულ გზებს, უწევენ ურთიერთდახმარებას
სწავლის პროცესში, ერთმანეთს უზიარებენ სწავლის
ეფექტურ სტრატეგიებს, აკვირდებიან ერთმანეთის
საქციელს.
თვითრეგულირებადი სწავლის პროცესისათვის ასევე
მნიშვნელოვანია რესურსების მიზნობრივად შერჩევა და გამოყენება.
რესურსებზე დაფუძნებულ სტრატეგიებს მიეკუთვნება სამუშაო კუთხე,
მულტიმედიური, ქსელური სასწავლო საშუალებები,
მაგალითად ბიბლიოთეკები, ინტერნეტი და სხვა.
მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენს სასწავლო დროც,
რომლის სწორად გამოყენება ეფექტიანი სწავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
მრავალი კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რაც უფრო ეფექტურად
იყენებს მოსწავლე რესურსებს, მით უფრო იზრდება სწავლის
სტარტეგიების გამოყენების ეფექტურობა.
ამრიგად,
ჩამოთვლილი სტრატეგიების (კოგნიტური,
მეტაკოგნიტური,ემოციურ
- მოტივაციური, სოციალური, რესურსებზე დაფუძნებული)
კომპლექსური გამოყენება მნიშვნელოვანია ეფექტიანი სწავლისათვის.
შესაძლოა, სწავლის პროცესში შეინიშნებოდეს
სწავლის რომელიმე სტრატეგიის დეფიციტი, მაგრამ მისი კომპენსირება
მოხერხდება, თუ სხვა სტრატეგიები მაღალ დონეზე იქნება განვითარებული.
თუმცა არსებობს ისეთი რთული და
კომპლექსური დავალებები, რომელთა შესასრულებლად
სწავლის ყველა სტრატეგიის ცოდნა და გამოყენებაა აუცილებელი. საკმარისია ერთ-ერთი მათგანი გამოაკლდეს,
რომ მარცხი გარდაუვალია.
3.2, ეროვნული სასაწავლო გეგმა
მოსწავლეებში თვითრეგულირებადი უნარების განვითარება
ესგ-ს უპირველს მიზანს წარმოადგენს.
ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის მთავარი დოკუმენტიც ასე იწყება: „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის
მქონე ცოდნის სახით გვაძლევს,
არამედ განსაზღვრული მიმართულებით
მოსწავლის ძალების განვითარებას.”(უზნაძე.
ესგ. 2016.) მთავარია
,მოსწავლე აღიზარდოს მომავლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით,
ის გახდეს დამოუკიდებელი მსწავლელი და გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანი.
მუხლი
2. გ) შეუქმნას
მოსწავლეს პირობები
და ჩამოუყალიბოს
საფუძვლები შემდგომ,
საბაზო საფეხურზე
სწავლის წარმატებით
გასაგრძელებლად; იმ
ცოდნის დასაუფლებლად,
უნარ-ჩვევების
გასავითარებლად და
დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
მუხლი 34.მოსწავლის მოტივაციის
გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სწავლების
პროცესში გასათვალისწინებელია, რომ
მოსწავლის მოტივაცია
იზრდება, თუ
ის ხედავს,
რომ მასწავლებლის
პრიორიტეტი მისი
წინსვლის ხელშეწყობა
და, პირიქით,
იკლებს, თუ
მიაჩნია, რომ
მასწავლებლის პრიორიტეტი
მისი შედეგის
განსჯა-შეფასებაა.
ასევე, მოსწავლის
მოტივაცია იზრდება,
თუ ის
ხედავს დავალების
მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააგებინოს,
რა მიზანს
ემსახურება კონკრეტული
დავალება.
თავი IV
მეთოდოლოგია
4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი
v დაწყებითი საფეხურის,მე-6
კლასის მოსწავლეები;
v მე-6 კლასის მოსწავლეების
მშობლები;
v მე-6 კლასში შემსვლელი
მასწავლებლები.
4.2. კვლევის მეთოდები
ü ფოკუსჯგუფი
ü ინტერვიუ
ü ფოკუსირებული დაკვირვება
ü
ანკეტირება
4.3 კვლევის გეგმა
კვლევის ვადები
|
აქტივობა
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
|
პრობლემის შერჩევა
|
·
|
|
|
|
|
|
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
|
·
|
·
|
|
|
|
|
ინტერვიუ პედაგოგებთან, მოსწავლეებთან,
მშობლებთან
|
|
|
·
|
|
|
|
|
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან, მშობლებთან
|
|
|
|
·
|
·
|
|
|
კითხვარების შედგენა-დამუშავება
|
|
|
·
|
·
|
|
|
|
მიღებული შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
·
|
|
|
სავარაუდო ინტერვენციის განხილვა
|
|
|
|
·
|
·
|
|
|
ინტერვენციის განხორციელება
|
|
|
|
·
|
·
|
·
|
|
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
·
|
·
|
|
დაინტერესებულ პირთათვის პრეზენტაცია
და შედეგების გაცნობა
|
|
|
|
|
|
·
|
|
|
|
|
|
|
|
|
4.4.მონაცემთა შეგროვება
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა
შემდეგი მეთოდების გამოყენებით. ფოკუსჯგუფი , ანკეტირებ,ა
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე. ფოკუსჯგუფი
- ჩავატარე მე-6
კლასის მოსწავლეებთან. მიზანი იყო ,გამერკვია
,თუ რამდენად ჰქონდათ მოსწავლეებს სწავლის თვითრეგულირებადი უნარები განვითარებული,რამდენად აკვირდებოდნენ
საკუთარ სასწავლო პროცესს. მსჯელობა წარიმართა დისკუსიის
სახით, მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება თავისუფლად გამოეთქვათ
თავიანთი მოსაზრებები. ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა
მიიღო 26-მა მოსწავლემ.
კითხვები წინასწარ მქონდა შედგენილი, ვაწარმოებდი ჩანაწერებს,
ვაფიქსირებდი თითოეული მოსწავლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას(დანართი #1.კითხვები ფოკუსჯგუფისათვის).
ფოკუსჯგუფი ჩავატარე მშობლებთანაც. შესაბამისი კითხვარისა და დისკუსიის საფუძველზე დავადგინე მათი
შეხედულებები და ჩართულობა შვილების სწავლის თვითრეგულირების პროცესზე.
კითხვარები მომზადდა როგორც მოსწავლეთათვის,ასევე მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 25-მა მოსწავლემ. მოსწავლეებს კითხვარები გავატანე სახლში, რათა მშვიდ გარემოში ყურადღებით და გულწრფელად გაეცათ პასუხები. დაბრუნებული კითხვარებით ზოგადი წარმოდგენა შემექმნა ,თუ როგორ ჰქონდათ მათ განვითარებული დამოუკიდებელი
საწავლის უნარები.ინტერვიუში
მონაწილეობა მივაღებინე მე-6 კლასის მოსწავლეებს. აღნიშნული მეთოდი დამეხმარა გამერკვია, რამდენად ესმით მოსწავლეებს ტერმინი - თვითრეგულაცია, ავუხსენი სიტყვის არსი
და დავაფიქრე მის მნიშვნელობაზე სწალის პროცესში. ანკეტირება გამოვიყენე მოსწავლეებთან,მასწავლებლებსა
და მშობლებთან. მიზანი იყო გამერკვია
,თუ რამდენად ეხმარებოდნენ მოსწავლეებს სწავლის თვითრეგულირებადი უნარების განვითარებაში.
იყენებდნენ თუ არა მასწავლებლები შესაბამის სტრატეგიებს. ეხმარებოდნენ
თუ არა შვილებს მშობლები სწავლის თვითრეგულირებაში. მიღებულმა პასუხებმა პრობლემასთნ
დაკავშირებით შექმნა წარმოდგენა გამოკითხულთა
მოსაზრებების შესახებ .( დანართი
#2, დანართი #3) ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე
- გამოვიყენე დავკვირვებოდი ჩემს მოსწავლეებს ,
რათა მომეხდინა პრობლემისა და
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ შესაძლო ცვლილებების იდნტიფიცირება.
თავი V
კვლევის შედეგები
5.1. მონაცემთა ანალიზი
მოსწავლეების ფოკუსჯგუფის გამოკითხვის(დანართი
#1) შედეგების ანალიზისას გამოვლინდა
, რომ უმრავლესობა სპონტანურად უდგება
სწავლის პროცესს, ისინი არასოდეს ფიქრობენ ამათუიმ თემის შესწავლის მიზნებზე,
ორიენტირებულები არიან მხოლოდ
სასკოლო სახელმძღვანელოებში მოცემული მასალის ათვისებაზე
.კვლავ მნიშვნელოვანია ფაქტობრივი მასალის შესწავლა და ნაკლები ყურადღება
ეთმობა სხვადასხვა უნარების განვითარებას . მასწავლებლები ნაკლებად
აცნობიერებინებდნენ მოსწავლეებს სხვადასხვა რესურსების გამოყენების მნიშვნელობას მასალის
უკეთ ასათვისებლად. მოსწავლეები ყურადღებას
არ აქცევენ, განასაზღვრონ, რა დრო უნდა დაუთმონ
თითოეული საგნის დავალების შესრულებას.არ აანალიზებენ სწავლის
შედეგებს, არ ფიქრობენ,რას მიაღწიეს,
რა აქვთ გასაუმჯობესებელი. ფოკუსჯგუფთან მუშაობისას
გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი მუშაობს მხოლოდ
მაღალი ქულის მიღების სურვილით.

(დანართი
#2) გამოკითხული ათი მასწავლებლის ანკეტირებით გამოვლინდა შემდეგი მაჩვენებლებები: სწავლის დამოუკიდებელი
უნარების გასავითარებელი სტრატეგიებს oყენებს ოთხი,შვიდი მიზეზად მიიჩნევს კათედრის წევრებს შორის გამოცდილების გაუზიარებლობას.
იშვიათად ეკითხებიან მოსწავლეს,როგორ შეძლო დავალების შესრულება.
გამოკითხულ მასწავლებელთა უმრავლესობა მოსწავლეთა მიღწევებს
განსაზღვრავს მხოლოდ ქულით. 50 % მოტივაციის ასამაღლებლად
იყენებს მხოლოდ ქულას.
გამოკითხულ მასწავლებელთა 70% არ უხსნის მოსწავლეებს
დავალების შესრულების წესებს და
სწავლის პროცესის შედეგებს (რას მიაღწია,
რა უნდა გააუჯობესოს)
( დანართი #3)
კვლევაში მონაწილეობა მიიღო მე-6 კლასის მოსწავლეების ოცდახუთმა მშობელმა. გამოკითხვის შედეგები:
79 % შვილს უმოწმებს ნასწავლ
გაკვეთილს.
76% იშვიათად აკვირდება რამდენ
დროს ხარჯავს თავისი შვილი სხვადასხვა დავალების შესასრულებლად.
75% იშვიათად აკვირდება როგორ
უმკლავდება შვილი შესასრულებელ დავალებას. 88% , როცა შვილს დავალება ურთულდება
ეხმარება თავად.
96 % არ არკვევს მასწავლებელთან
ერთად კონკრეტული საგნის სწავლების მიზნებს. 88,2 % არ ეხმარება შვილს ,დააგეგმინოს ,როგორ ისწავლოს
გაკვეთილი.
90 % აკონტროლებს საკუთარი შვილის სასწავლო შედეგებს(ქულებს).
46,2%
თვლის , რომ მათი შვილი ხალისით
სწავლობს მხოლოდ შექებისას.
86,2% საკუთარი შვილის სწავლის შესახებ ინფორმაცის
გებულობს დამრიგებლისგან.

მასწავლებელთა ანკეტირების საფუძველზე მივიღე
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასწავლებელი ნაკლებად ეხმარება მოსწავლეს სწავლის პროცესის გაუმჯობესების
გეგმის დასახვაში. მასწავლებლები
ნაკლებად იცნობენ მოსწავლეთა თვითრეგულირებადი უნარების გასავითარებელ სტრატეგიებს, კათედრებზე არ მუშაობენ
ამ მიმართულებით.
მშობლების ანკეტირებით კი გამოიკვეთა, რომ ისინი ნაკლებად აკონტროლებენ
საკუთარი შვილის სწავლების პროცესს, არ ეხმარებიან სწავლის დაგეგმვაში, არ აკონტროლებენ საკუთარი
შვილის სასწავლო შედეგებს, ნაკლებად ურთიერთობენ მიზნობრივად საგნის მასწავლებელთან.
გაკვეთილებზე
ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, მასწავლებელები ვერ იყენებენ
მოსწავლეთა თვითრეგულერებადი სწავლის უნარების განმავითარებელ სტრატეგიებს და მას სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტად ვერ იაზრებენ. მათ მიერ გაკვეთილზე გამოყენებული
აქტივობები ვერ აკმაყოფილებს სწავლის დამოუკიდებელი უნარების განვითარებას.
5.2. კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
v
გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა პედაგოგებს შორის ;
v მასწავლებლების არასწორად ორიენტირებული საქმიანობები ვერ ახდენს პოზიტიურ გავლენას მოსწავლეთა დამოუკიდებლად მსწავლელად
ჩამოყალიბებაზე;
v
მოსწავლეებს არ შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგი;
v
მშობლები ვერ ერკვევიან სწავლის თვითრეგულირებადი უნარების
განმავითარებელი სტრატეგიების მნიშვნელობაში.
5.3. შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემთა ანალიზის საუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
v
სწავლის თვითრეგულირებადი უნარების განმავითარებელი
ეფექტიანი სტრატეგიების შესახებ ლიტერატურის გაცნობა და დანერგვა სასწავლო პროცესში.
v ეფექტიანი სტრატეგიების
შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გამოყენება საგაკვეთილო პრაქტიკაში.
v კოლეგებთან შეხვედრები
და გამოცდილების გაზიარება .
v
თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება;
v
მშობლებისთვის პრეზენტაციის მომზადება თემაზე:,,ბავშვის დამოუკიდებლად მსწავლელად
ჩამოყალიბება და მისი მნიშვნელობა;“
v
დაკვირვების დღიურის წარმოება .
თავი
VI
6.1. განხორციელებული ცვლილებები
ზემოთ მოცემული ინტერვენციების ვარიანტები გავაცანი კოლეგებს, ადმინსტრაციას, რის შემდეგაც განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:
1. გავეცანი სწავლის თვითრეგულირებადი უნარების განმავითარებელ
კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ სტრატეგიებს.
2. დავგეგმე გაკვეთილები და მოსწავლეებს ვასწავლიდი საკუთარი სწავლის
პროცესის დაგეგმვას, მონიტორინგსა და შეფასებას.ვიყენებდი თანამშრომლობით სწავლებას,
ვგეგმავდი ჯგუფურ მუშაობებს, ვთავაზობდი თვითშეფასების
სქემებს. ვასწავლიდი
დროის ეფექტურად გამოყენებას,რისთვისაც გამოვიყენე დროითი თანამიმდევრობის
პარადიგმა.ასევე შევთვაზე პროცესის/მიზეზ-შედეგობრიობის პარადიგმა
და ასე შემდეგ.ვასწავლე კვირის გეგმა - მიზნების დასახვა და კომენტარების
გაკეთება.
3.დაკვირვების დღიურს ვაწარმოებდი
საკუთარ გაკვეთილებზე (რომელმა სტრატეგიამ იმუშავა
და რომელმა არა);
4.ჩემ მიერ განხორციელებული
აქტივობების შესახებ ინფორმაციას ვაწოდებდი კოლეგებს.
5.მასწავლებლები გაკვეთილებზე ვესწრებოდით ერთმანეთს და ერთად ვაანალიზებდით
ამათუიმ სტრატეგიის გამოყენების ეფექტურობას;
6.მშობლებს წარვუდგინე პრეზენტაცია თემაზე:,,ბავშვის დამოუკიდებლად
მსწავლელად ჩამოყალიბება და მისი მნიშვნელობა;“
6.2 .რეკომენდაციები
მოსწავლეთა დამოუკიდებელ მსწავლელად ჩამოყალიბებისთვის
შევიმუშავეთ რეკომენდაციები:
·
თითოეული მასწავლებელი
დაეუფლოს ეფექტური სწავლის სტრატეგიებს;
·
მასწავლებლებმა
მოსწავლეებს შესთავაზონ მათ ასაკობრივ თავისებურებებზე მორგებული ინოვაციური
მეთოდებით დაგეგმილი გაკვეთილები;
·
გაძლიერდეს
კათედრებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობები;
·
ხშირად შეხვდნენ მშობელი და მასწავლებელი და ითანამშრომლონ
;
·
განხორციელდეს სხვადასხვა სასწავლო პროექტი;
·
მასწავლებლებმა უზრუნველყონ მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევებისა ჩამოყალიბება,
რომლებიც მათ კონკრეტული ამოცანების შესრულებაში დაეხმარება;
·
მოსწავლეთა
მოტივაციის ასამაღლებლად დაინერგოს წამახალისებელი მექანიზმები.
6.3.ინტერვენციის შეფასება
ინტერვენციების განხორციელებამ, ვფიქრობ,
დადებითი შედეგი გამოიღო. მე-6
კლასის
მოსწავლეები უკეთ ისახავენ სასწავლო
მიზნებს, გეგმავენ, თუ როგორ უნდა
ისწავლონ, მოსწონთ კვირის გეგმით
მუშაობა, სწავლობენ უფრო აქტიურად
,როცა კარგად ესმით დავალების მიზანი. კვლევაში მონაწილე მასწავლებლებმა ეფექტურად
მიიჩნიეს განხორციელებული ინტერვენციები. მათ გააცნობიერეს, თუ
რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განუვითარდეთ სწავლის თვითრეგულირებადი უნარები.
გაკვეთილებზე გამოიყენეს სწავლის ეფექტური სტრატეგიები.
აკვირდებოდნენ მოსწავლეთა მოტივაციას და ინტერსს საკუთარი სწავლის პროცესის
გაუმჯობესების თვალსაზრისით. კოლეგებთან თანამშრომლობამ და გამოცდილების გაზიარებამ ბევრი მანამდე ბუნდოვანი დეტალი ნათელი გახადა და დამეხმარა საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში.
გაიზარდა მშობელთა დაინტერესება
სასწავლო პროცესით. ის გახდა აქტიური დამხმარე
საკუთარი შვილის. მშობელი გაეცნო საკუთარი
შვილის სწავლების მიზნებს თემების მიხედვით, გაეცნო სწავლის თვითრეგულირებადი
უნარების განმავითარებელი სტრატეგიების დანერგვის მნიშვნელობას სასწავლო პროცესში.რაც შეეხება ჩემ მიერ მომზადებულ და ჩატარებულ პრეზენტაციას , ვფიქრობ, მშობლებს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს მექანიკურად კი არ უნდა
დაეხმარონ სწავლაში და მხოლოდ ქულა არ უნდა მოითხოვონ,არამედ გაიაზრონ,რისთვის სწავლობენ.ეს
მათ შვილებს დაეხმარებათ საბაზო საფეხურზე უფრო ეფექტურად და გააზრებულად სწავლაში.
თავი
VII
დასკვნა
სკოლაში
ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მე-6 კლასის მოსწავლეეში სწავლის თვითრეგულირებადი
უნარების არარსებობით გამოწვეული პრობლემების მიზეზებია:
·
სასწავლო პროცესში სწავლის ეფექტური
სტრატეგიების გამოუყენებლობა.
·
მასწავლებელთა მიერ სწავლა - სწავლების თანამედროვე
ეფექტური სტრატეგიების ფლობის ნაკლებობა.
·
კათედრებზე მასწავლებელთა შორის ნაკლები თანამშრომლობა.
·
მშობელთა ნაკლები დაინტერესება საკუთარი შვილის სწავლის პროცესით.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა
გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა
ეფექტურია, რაც
მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს მოსწავლეებში სწავლის თვითრეგულირებადი უნარების განვითარებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის -
http://www.tpdc.ge/uploads/pdf_documents/maswavleblis%20profesiuli%20standarti.pdf
2.
ს.ლობჟანიძე -კვირის გეგმით მუშაობა-ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი“-28 სექტემბერი,2012
წ. http://mastsavlebeli.ge/?p=2481
2 . ს. ლობჟანიძე - ,,როგორ
წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები ‘’-ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი“- 2012 წ. 3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281
3. ს. ლობჟანიძე - ,,როგორ განვუვითაროთ
მოსწავლეს თვითმართვადი სწავლის უნარები“ - ნაწილი პირველი.
ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი“ http://mastsavlebeli.ge/?p=2082
4.„ეფექტური სწავლება სკოლაში“-მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრი .ჯანაშია, 2008 წ
.
5.განვითარებისა და სწავლების თეორიები .მასწავლებეთა პროფესიული
განვითარების ცენტრი -ჯანაშიას. (2007წ)
6. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება -ეროვნული სასწავლო გეგმებისა
და შეფასების ცენტრი . თბილისი.
7.ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი http://www.mes.gov.ge/uploads/Licenzireba/kanoni%20zogadi%20ganatlebis%20shesaxeb.pdf
8. ეროვნული სასწავლო გეგმა
2011-2016 სწ. (მოქმედი რედაქცია)
დანართი N1
კითხვები ფოკუსჯგუფისათვის
1. თემის შესწავლისას იცით
თუ არა რისთვის, რა
მიზნით სწავლობთ?
ა) ყოველთვის; ბ) იშვიათად; დ)
არასდროს.
2. თემის შესასწავლად გეგმავთ თუ არა, რა უნდა გამოიყენოთ უკეთ შესასწავლად?
ა) ყოველთვის;
ბ) იშვიათად; დ) არასდროს.
3. გაქვთ თუ არა განსაზღვრული, რა დრო უნდა დაუთმოთ სხვადასხვა საგნის დავალების შესრულებას?
ა) ყოველთვის;
ბ) იშვიათად; დ) არასდროს.
4. მეცადინეობისას გეგმავთ თუ არა ,როგორ უნდა ისწავლოთ?
ა) ყოველთვის; ბ) იშვიათად; დ) არასდროს.
5. აკონტროლებთ თუ არა საკუთარი სწავლის პროცესის შედეგებს, მაგ. რას მიაღწიე, რა უნდა გააუმჯობესო?
ა) ყოველთვის; ბ) იშვიათად; დ) არასდროს.
6. როდის სწავლობ აქტიურად:
ა) როცა მასწავლებელი გაკონტროლებთ;
ბ) როცა მაღალი ქულა გინდათ მიიღოთ;
გ) როცა კარგად გებულობთ დავალების მიზანს.
დანართი N 2
კითხვები მასწავლებელბისათვის
1. იყენებთ თუ არა სწავლის პროცესში თვითრეგულირებადი უნარების გასავითარებელ სტრატეგიებს?
ა) ყოველთვის;
ბ) იშვიათად; გ) არასდროს.
2. მოსწავლეთა თვითრეგულირებადი
უნარების გასავითარებელ რომელ სტრატეგიას იყენებთ?----------------------------------------------------------------------------
3. თუ ვერ იყენებთ თვითრეგულირებადი
სწავლისუნარების გასავითარებელ სტრატეგიებს რა არის ამის მიზეზი?
---------------------------------------------------------------------------------------------
4. გიკითხავთ თუ არა მოსწავლისათვის,
როგორ უმკლავდება დავალებას?
ა) ყოველთვის; ბ)
იშვიათად; გ) არასდროს.
5. მოტივაციის ამაღლების
რომელ სტრატეგიას იყენებთ თვითრეგულირებადი სწავლის უნარების გასავითარებლად? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.უხსნით თუ არა მოსწავლეს დავალების შესრულების
წესებს?
ა) ყოველთვის; ბ) იშვიათად; გ) არასდროს.
7. აკონტროლებთ თუ არა მოსწავლის
სწავლის პროცესის შედეგებს. მაგ. რას
მიაღწია, რა
უნდა გააუმჯობესოს?
ა) ყოველთვის; ბ) იშვიათად; გ) არასდროს.
დანართი N 3
კითხვები მშობლებისთვის
1. როგორ ეხმარებით შვილს სწავლაში?------------------------------------------------------
2. აკვირდებით თუ არა რამდენ დროს ხარჯავს თქვენი შვილი სხვადასხვა დავალების შესრულებაში?
ა) ყოველთვის; ბ) იშვიათად; გ) არასდროს.
3.ეკითხებით თუ არა შვილს, როგორ უმკლავდება დავალებას(მაგ. როგორ შეძლო დავალების შესრულება, რატომ ფიქრობს ასე და სხვა.)?
ა) ყოველთვის; ბ) იშვიათად; გ) არასდროს.
4. გაგირკვევიათ თუ არა მასწავლებელთან ერთად კონკრეტული საგნის სწავლების მიზნები(რაცოდნა, უნარები და შესაძლებლობები უნდა გამოუმუშაოს ამ საგნის სწავლებამ თქვენს შვილს)?
ა) ყოველთვის; ბ)
იშვიათად; გ) არასდროს.
5. ეხმარებით თუ არა შვილს დააგეგმინოთ,როგორ ისწავლოს გაკვეთილი(მაგ. ურჩევთ გზას, რომელიც გაუადვილებს სწავლის პროცესს)?
ა) ყოველთვის; ბ)
იშვიათად; გ) არასდროს.
6. აკონტროლებთ თუ არა თქვენი შვილის სასწავლო შედეგებს(მაგ. იცით თუ არა, რა უნდა გააუმჯობესოს, რომ უკეთეს შედეგზე გავიდეს)?
ა) ყოველთვის; ბ) იშვიათად; გ) არასდროს.
7. როდის სწავლობს თქვენი შვილი ხალისით?(პასუხი შეგიძლიათ დაამატოთ)
ა) როცა დამოუკიდებლად ართმევს თავს;
ბ) როცა თქვენ აკონტროლებთ;
გ) როცა მაღალი ქულის მიღება სურს.
8. როგორ არკვევთ თქვენი შვილის სწავლის შესახებ ინფორმაციას?
---------------------------------------------------------------------------------
კვლევის რეფლექსია
|
|
მოგეხსენებათ, რომ
საკვლევი
თემა
გახლდათ
დაწყებითი საფეხურის
მე-6 კლასში დამოუკიდებელი
სწავლის უნარების განვითარების პრობლემა და მისი გაუმჯობესების
გზების ძიება. კვლევის მიზანი იყო მე-6
კლასის
მოსწავლეთათვის სწავლის თვითრეგულირებადი უნარების განვითარებაში ხელშეწყობა,
ეფექტური სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების დანერგვა სასწავლო პროცესში.
ვფიქრობ,
მიღებული შედეგი საკმაოდ დადებითი იყო და შესაძლებელი გახდა მისი გაზიარება კოლეგებისათვის.
კვლევა გრძელდებოდა ექვსი თვის განმავლობაში(2018-2019ს.წ. დეკემბერი-მაისი). საკვლევი საკითხის არსის გარკვევის შემდეგ შევიმუშავე კითხვარები ფოკუსჯგუფისათვის(მოსწავლეები),
მივმართე ანკეტირებას მასწავლებლებსა და მშობლებთან. დავგეგმე საინტერესო ინტერვენციები,რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა კოგნიტური და მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას.
კვლევის შედეგები მოკლე პრეზენტაციის სახით წარვადგინე კოლეგებთან და აღარ დამჭირდა საკითხის აქტუალობის მტკიცება და პირდაპირ კვლევის შედეგები, ინტერვენციის
პროცესი და საბოლოო დასკვნები წარვადგინე.რა თქმა უნდა, ვიზუალიზება
საჭიროდ ჩავთვალე და კვლევაში წარმოდგენილმა გრაფიკებმა პედაგოგებისთვისაც
ადვილად აღსაქმელი გახადა გამოკითხვის შედეგები.
კვლევის შედეგების გაზიარება საინტერსო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი, საკუთარი პრაქტიკის კვლევა განეხორციელებინათ, რა თქმა უნდა, მათი პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარე.
რაც მთავარია, კოლეგები დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით, დაიწყეს ზოგიერთი სტრატეგიის პრაქტიკაში დანერგვა.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო უკუკავშირი, რომელიც პედაგოგებმა მომაწოდეს. მათ მომიწონეს საკვლევი საკითხი და საინტერესო იდეებიც მომაწოდეს.საბაზო საფეხურის პედაგოგის
აზრით, კარგი იქნება, თუ მომავალ წელსაც გაგრძელდება კვლევისას გამოყენებული ინტერვენციების სისტემატური დანერგვა სხვა
საფეხურზეც.
კარგი იქნება მეტი თანამშრომლობა სხვადასხვა კათედრას შორის, იდეების შეჯერება და საგაკვეთილო პროცესში ერთობლივი გადატანა, რადგან
დაწყებითი საფეხურია სწორედ ძირითადი საყრდენი მომდევნო საფეხურებისა.
პროგრესად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ კვლევაში მონაწილე მშობლები უფრო დაინტერესდნენ საკუთარი შვილების სწავლის პროცესით და გამყარდა მშობელს, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის საქმიანი თანამშრომლობა. კვლევისა და ინტერვენციების შედეგების შესახებ შეხვედრა მქონდა მშობელთა გარკვეულ ნაწილთან,.
კვლევა საკმაოდ რთული პროცესი
აღმოჩნდა. გამიჭირდა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობა,
თუმცა კმაყოფილი ვარ შედეგებითა და კვლევის მიგნებებით. ძალიან
კარგად იმუშავა თვითრეგულირებადი სწავლის უნარების განმავითარებელმა სტრატეგიებმა. მოსწავლეების უმრავლესობა აქტიურად იყო ჩართული აქტივობებში, თუმცა
ვერ მოხერხდა მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის გააქტიურება. არიან მოსწავლეები, რომლებიც ვერ ახერხებენ კონცეტრირებას სასწავლო პროცესის მიმართ.დავფიქრდი იმაზე, რომ კიდევ უამრავი ინტერვენციის მოფიქრება და განხორციელება შეიძლება ამ კუთხით, დავრწმუნდი, რომ საკითხზე მუშაობა აუცილებელია, ხოლო
მეთოდები და გზები-ამოუწურავი.
აღნიშნულმა კვლევამ საკმაოდ დიდი პედაგოგიური გამოცდილება შემძინა.

Комментариев нет:
Отправить комментарий